ტელეკომპანია NBC-ის კანდალში გახვეული ცნობილი ტელეწამყვანის სამსახურიდან დათხოვნა 30 მილიონი დოლარი დაუჯდა., სწორედ ამ ოდენობით კომპენსაცია მიიღო მეგინ კელიმ, რომლის გამონათქვამებიც ტელეარხმა რასისტულად ჩათვალა. ამის შესახებ People-ი წერს.
წამყვანმა გადაცემა Today Show -ში საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ჰელოუინის დღესასწაულზე სახის შავად შეღებვას რასისტულად არ მიიჩნევს. ამის გამო ტელეკომპანიამ ის გასული წლის ოქტომბერში ეთერიდან მოხსნა.
პოპულარობა ტელეწამყვანმა პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკით მოიპოვა.