აზერბაიჯანისთვის რაკეტების მიყიდვის გამო სომხეთის ხელისუფლებამ ბელორუსის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. რა პასუხი გასცა ბელორუსის ლიდერმა სომხეთის პრემიერ მინისტრს, ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა:
„მე მას ვუთხარი, ნიკოლ მოდი ყველაფერი გავარკვიოთ. ვინ იკავებს პირველ ადგილს აზერბაიჯანთან იარაღით ვაჭრობაში? ვინ? რუსეთი!ენა რატომ გადაყლაპე...? უთხარი მას, გააკრიტიკე პუტინი. ააა, გეშინია? მეორე ადგილს ვინ იკავებს? ისრაელი! მესამეს - თურქეთი. მეოთხე თუ მეხუთე ადგილს, „პოლონზების“ გათვალისწინებით ჩვენ ვიკავებთ, „პოლონეზები“ რომ არ იყოს მეათე ვიქნებოდით. რატომ ესხმი თავს ბელორუსს? შენიანს სცემ, რომ სხვა მიხვდეს? მაშინ ასე მითხარი და გავჩუმდები.“- განაცხადა ლუკაშენკომ.