ვაშინგტონი საპარლამენტო არჩევნებს ლაკმუსის ტესტად მიიჩნევს

ვაშინგტონი საპარლამენტო არჩევნებს ლაკმუსის ტესტად მიიჩნევს

ოფიციალურ პირებს ვაშინგტონი მიაჩნიათ, რომ მიუხედავად კანონდარღვევებისა წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოში არჩევნები მაინც კონკურენტული იქნება, რადგან ოპოზიციას აქვს იმდენი ფული, რომ დაძლიოს მმართველი ხელისუფლების მიერ შექმნილი წინააღმდეგობანი, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მმართველი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,იყნებედა ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო კამპანიისას, “სდევნიდა” ოპოზიციას, განაცხდა თომას მელიამ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში. მელიას თქმით, “შემაშფოთებელია” ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის არიან სახელმწიფო აუდიტის, იმ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი და მოადგილე, რომელიც მძიმე ჯარიმებს უწესებდა ოპოზიციის მთავარ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.

მიუხედავად ამისა, არჩევნები იქნება კონკურენტული, განაცხადა მელიამ. “ცხადია, დიდწილად იმის გამო, რომ მთავარ ოპოზიციურ კოალიციას აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ეს არჩევნები იქნება ყველაზე კონკურენტული საქართველოს ისტორიაში.” მელიამ 20 სექტემბერს ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიაში მოსმენების დროს ილაპარაკა.

აშშ-ს ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან არჩევნებს, და არაერთხელ აღნიშნეს, რომ არჩევნების სათანადოდ ჩატარება ურთიერთობათა გაფართოებისთვის “ლაკმუსის ტესტი” იქნება. “საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ მათ მართლაც ადევნებენ თვალს, რომ ამ (არჩევნებს) ყურადღებით აკვირდებიან და ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ნატოში გაწევრიანებისთვის,” განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა ამა წლის მარტში თანამდებობაზე დამტკიცებისას.

შეერთებული შტატები თავს შეიკავებს და არ განაცხადებს იყო თუ არა ეს არჩევნები “თავისუფალი და სამართლიანი” მანამდე, სანამ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის გუნდიც დააკვირდება არჩევნებს, არ წარმოადგენს თავის შეფასებებს, განაცხადა მელიამ.

ამ კვირას საქართველოს პოლიტიკური სცენა შეძრა ქართულ ციხეებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის საზარელი ფაქტების გამომჟღავნებამ. როდესაც მელიას ამის შესახე ჰკითხეს, მისი პასუხი იყო შემდეგი – ეს არ არის გასაკვირი, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, ხაზგასმულია, რომ დარღვევები საპატიმროებში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი უფლებადაცვითი პრობლემაა. მაგრამ, დასძინა მან, შეერთებული შტატები ჯერჯერობით იწონებს საქართველოს მთავრობის რეაქციას. “პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმოქმედა სწრაფად და სწორად”, მან აღნიშნა, რომ გაამხნევა საპატიმრო სისტემების ხელმძღვანელად ქვეყნის ომბუდსმენის, გიორგი ტუღუშის დანიშვნამ.

შეერთებული შტატები დააკვირდება არა მარტო მომავალ, საპარლამენტო არამედ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს, განსაკუთრებით კი იმას, შეეცდება თუ არა სააკაშვილი კანონებით მანიპულირებას, რათა გაახანგრძლივოს თავისი პოლიტიკური კარიერა. მისი საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს იწურება და მას კონსტიტუციით ეკრძალება კიდევ ერთი ვადით დარჩენა ხელისუფლებაში. თუცა 2010 წელს მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილბები, რომლებიც ძალაში შევა მომავალ წელს და რომლებმაც მეტი ძალაუფლება გადასცა პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს. ამან შედეგად გამოიღო სპეკულაციები, რომელთა თანახმად სააკაშვილმა შეიძლება გაიმეორეს მისი მოსისხლე მტრის, ვლადიმერ პუტინის მაგალითი და მომავალ წელს პრემიერ-მინისტრი გახდეს.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ და პირადად გააფრთხილეს სააკაშვილი ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ. “ჩვენ ველით, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ამ შემოდგომაზე და ბოლომდე მიიყვანს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის პროცესს 2013 წელს,” განაცხადა ახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქართველოში ივნისში ვიზიტისას.

არ არის ცხადი, რამდენად ბოლომდე ესმის სააკაშვილს ეს გზავნილი, ამბობს დავით სუმბაძე, ვაშინგტონის აზია-კავკასიის ცენტრალური ინსტიტუტის თანამშრომელი. “აშშ-ს მთავრობა აგზავნის სიგნალებს, რომ (სააკაშვილის გაპრემიერმინისტრება) არ არის კარგი საქართველოსთვის, საქართველოს იმიჯისათვის დასავლეთში, საქართველოს მომავლისათვის და სააკაშვილის მემკვიდრეობისათვის,” ამბობს სუმბაძე. “იმედი მაქვს, რომ ის არ შეეცდება პრემიერმინისტრობას, თუმცა არ გამოვრიცხავ ამას. დარწმუნებული ვარ აქედანაც და ევროპიდანაც გაიჟღერებს მისი კრიტიკა ასეთი ნაბიჯის გამო, მაგრამ არ ვიცი, არსებობს თუ არა ხელშესახები ბერკეტები, რომლებიც შეაძლებინებთ მოვლენათა ასეთი განითარების თავიდან აცილებას ან ვითარების შეცვლას უკვე მომხდარის შემდეგ”.

საქართველოს ელჩმა ვაშინგტონში, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მისი მლოდინით საპარლამენტო არჩევნები არ იქონიებს გავლენას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხზე. “ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ შთაბეჭდილების ქვეშ, რომ (თანამშრომლობა აშშ-სთან) განმტკიცდება ან შესუსტდება… არა მგონია, რამემ შეაფერხოს ეს თანამშრომლობა”, უთხრა მან ევრზიანეტს. მის თქმით, ის არ მიიჩნევს “ლაკმუსის ტესტს” თანამშრომლობისთვის პირობების დაწესებად. “ეს ლაკმუსის ტესტია შემდგომი მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევებისთვის – ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალაუფლება პარლამენტისკენ ინაცვლებს,” განაცხადა იაკობაშვილმა.
foreignpress.ge