გერმანიის 3 აეროპორტში პერსონალი გაიფიცა

გერმანიის 3 აეროპორტში პერსონალი გაიფიცა

გერმანიის 3 უდიდეს აეროპორტში, კელნში, დიუსელდორფსა და შტუტგარდში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გაფიცვა შესაძლოა 110 000-მდე მგზავრს შეეხოს. თანამშრომლები ერთიანი ფედერალური სატარიფო ბადის შემოღებას ითხოვენ, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებისთვის სააათში 20 ევროს ანაზღაურებას ითვალისწინებს.

გაფიცვის გამო დიუსელდორფის აეროპორტში 350, შტუტგარდის აეროპორტში კი 125 რეისი გადაიდო.