ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.
ვიზიტის დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა ექსპერტების ვარაუდით, პეკინში კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპთან აუდიენციამდე ჩინეთის პრეზიდენტთან კონსულტაციის გასავლელად ჩავიდა.
სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანში დაბრუნდა. ის პეკინიდან სამშობლოში სპეციალური მატარებლით გაემგზავრა.
ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უკვე მეოთხე ვიზიტია ჩინეთში. გასულ წელს კიმ ჩენ ინი პეკინში სამჯერ ჩავიდა.