ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკელ პოლიტიკოსებს „პირველკლასელი იდიოტები“ უწოდა

ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკელ პოლიტიკოსებს „პირველკლასელი იდიოტები“ უწოდა

ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკელ პოლიტიკოსებს „პირველკლასელი იდიოტები“ უწოდა. აიათოლა ალი ხამანეის განცხადების ეს ნაწილი Twitter-ზე მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას, ხამენეიმ ირანის 1979 წლის რევოლუციამდე ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის განცხადებები გაიხსენა (ჯიმი კარტერმა ირანს სტაბილურობის კუნძული უწოდა, თუმცა 8 დღეში ქვეყანაში არეულობები დაიწყო) და აღნიშნა, რომ როგორც წარსულში, ისე დღესაც, ირანთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს. 

„ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი ისე იქცევა თითქოს შეშლილები არიან, ამას რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, რადგან ისინი პირველკლასელი იდიოტები არიან“- განაცხადა ხამენეიმ.