4 დაღუპული და 68 დაკარგული-ასეთია რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში მომხდარი აფეთქების შედეგი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერჯერობით მხოლოდ 4 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. დანარჩენების ძებნა გრძელდება. გაურკვეველია 68 ადამიანის ბედი.
ძლიერი აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში პირველადი ვერსიით ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მომხდარის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.