ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ წელს ვერ შეძლო სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელება. ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტს გაუგზავნა და რომელშიც მას მომავალ წელს მოლაპარაკების გაგრძელებას სთავაზობს. წერილის შინაარსზე ინფორმაცია ოფიციალურმა სეულმა გაავრცელა.
კიმი და მუნი წელს სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფხენიანის დიპლომატიური გააქტიურების ფონზე.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ივნისში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრაპსაც. მაგრამ ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკება, რომელიც ამ ისტორიულ შეხვედრას მოჰყვა, მალე ჩიხში შევიდა, რადგან ჩრდილოეთმა კორეამ მოითხოვა დენუკლეარიზაციამდე ჯერ აშშ-ის სანქციების მოხსნა.