პენტაგონში აპირებენ აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზონ, რომ სირიიდან გამოსულმა სამხედროებმა იარაღი ქურთებს დაუტოვონ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
სხვა დანარჩენებთან ერთად, საუბარია ჯავშანტექნიკაზე და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებზეც. საკითხის დადებითად გადაწყვეტა თურქეთის რისხვას გამოიწვევს, ვინაიდან ის ქურთების მოძრაობის გაძლიერებას უფრთხის და მათ ტერორისტებს ეძახის.
19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ჯარების გაყვანა ბრძანა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ სირიაში ტერორისტების ნარჩენებზე ახლა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა უნდა იზრუნოს.