რუსეთში, კემეროვსკის ოლქის ქალაქ მისკის მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ ხელისუფლებამ ქალაქის მოედანზე არსებული თოვლი თეთრად შეღება.
მათი აზრით, ახლოსმდებარე ქვანახშრის მაღაროს გამო ქალაქში არასაკამრისად „თეთრი“ თოვლი მოვიდა და ხელისუფლებამ მოშავო თოვლისგან გაკეთებული ატრაქციონი შეათეთრა. ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ატრაქციონზე ხელით შეხებისას მასზე თეთრი საღებავი გადმოდის.
ამ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ჭუჭყიანი თოვლი სიახლე არაა, ქალაქ მისკის ახლოს არის ქვანახშირის მაღარო, რომელიც ადგილობრივების თქმით, უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებაზე და მათ ჯანმრთელობაზე. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რამდენჯერმე ნახშირის მოპოვების შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც ჩაატარეს.