გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთისგან უკანონოდ დაკავებული მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ამის შესახებ Deutcshe Welle წერს.
„მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დამდეგ დღესასწაულებს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ"- ნათქვამია ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ წერილში.
გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები ითხოვენ, რომ რუსეთმა ქერჩის სრუტეში ხომალდების დაუბრკოლებლად გავლა უზრუნველჰყოს. გარდა ამისა, მათ ერთობლივ წერილში ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.