1-ლი იანვრიდან თურქეთში ჩასული ყველა ტურისტი უსაფრთხოების გადასახადს გადაიხდის

1-ლი იანვრიდან თურქეთში ჩასული ყველა ტურისტი უსაფრთხოების გადასახადს გადაიხდის

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2019 წლის პირველი იანვრიდან, ქვეყანაში ჩასულ საერთაშორისო მგზავრებს €1,5 ოდენობის უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ.

თავდაპირველად თურქეთის აეროპორტების მთავარ სამმართველო 3 ევროს ოდენობის გადასახადის დაწესებას აპირებდა, თუმცა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმეთ ერსოისა და მეჰმეთ ჯაჰით თურანის მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა, რომ თურქეთის სხვადასხვა აეროპორტებში €1,5 და € 1 ევროს ოდენობის გადასახადი დაწესდება. ტურისტები გადასახადს თურქეთში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან.

თურქული მედია აეროპორტების ჩამონათვალსაც აქვეყნებს.

€1,5 ოდენობის უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ საზღვარგარეთიდან ჩაფრენილ მგზავრებს შემდეგი ქალაქების აეროპორტებში: ადანა, გაზიანტეპი, კაისერი, ტრაპიზონი, ჰათაი, ერზრუმი.

€ 1 ევროს ოდენობის გადასახადი კი შემდეგი ქალაქების აეროპორტებში: ადიიამანი, აღრი, ამასია, მერზიფონი, ბალიკესირი, კოჯა სეიითი, ბატმანი, ბინგოლი, ბურსა ყენიშეჰირი, ჩანაკალე. დენიზლი ჩარდაკი, დიიარბაკირი, ელაზიღი, ერზინჯანი, იღდირი, ისპარტა, კაჰრამანმარაში, კაპადოკია, ყარსი, კასტამონუ, კოჯაელი, კონია, მალათია, მარდინი, მუში, ორდუ, გირესუნი, სამსუნ ჩარშამბა, სიირთი, სინოპი, სივასი, შანლიურფა, შირნაკი, ტეკინდაღი, ჩორლუ, ტოკატი, უშაკი და ვანი.