ბრიტანელი წყვილი ერთი საათის შუალედში დაიღუპა

ბრიტანელი წყვილი ერთი საათის შუალედში დაიღუპა

ათასობით ფუნტი შეგროვდა ბრიტანული წყვილის ოჯახისათვის, რომლებიც ავსტრალიაში ერთი საათის შუალედში დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 წლის ყოფილი ფეხბურთელი ჯეისონ ფრენსისი სახლთან ახლოს ავტოავარიაში დაიღუპა, ხოლო მისი პარტნიორი ალისა რობინსონი ინფორმაციის შეტყობის შემდეგ, ერთ საათში ცუდად გახდა და გულის შეტევისგან გარდაიცვალა. ამას ოჯახთან დაახლოებული პირები აცხადებენ, თუმცა პოლიციამ გამოძიება რობინსონის გარდაცვალებაზეც აღძრა საქმე.

Go Fund Me Page-ზე გამოქვეყნდა ოჯახების ანგარიშის ნომრები და 17 ათასამდე ფუნტი შეგროვდა იმისათვის, რომ ცხედრები ოჯახებმა სამშობლოში დააბრუნონ.