ისრაელის პარლამენტმა დღეს თვითდათხოვნას და ვადამდელი არჩევნების 9 აპრილს ჩატარებას მხარი დაუჭირა. სწორედ ამ არჩევნების შედეგებით მოხდება ახალი მთავრობის ფორმირებას და ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნას. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
გამოკითხვების თანახმად ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერმინისტრობას ზედიზედ მეოთხედ და კარიერაში მეხუთედ უწინასწარმეტყველებენ.
გადაწყვეტილებას მესამე მოსმენაზე მხარი ქნესეთის 102-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი - 2 წავიდა.