პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქეთში რამდენიმე ტელეკომპანია დააჯარიმეს.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სატელევიზიო გადაცემა, რომელიც Halk TV-ის ეთერით გადაიცემოდა, დროებით დახურეს. ამის მიზეზი გადაცემის წამყვანების მხრიდან თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებაა.
გავრცელებული ცნობით, მარეგულირებელმა კომისიამ წამყვანებს ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოსთხოვა. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, დროებით აღარ გავა ეთერში თურქული FoxTv-ის რამდენიმე გადაცემა.
წამყვანებს ამ შემთხვევაშიც საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს. ორივე არხს ფინანსური სანქციებიც დაეკისრა. თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფა კანონით ისჯება.