იაპონიაში 60 წლის კეიძო ოკამიტო და 67 წლის ჰიროა სუემორი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ CNN-ი იუწება.
მათ ბრალი 1988 წელს საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტის გატაცებისა და მკვლელობისთვის ჰქონდათ წაყენებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წელს იაპონიაში სულ 15 სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდად შეიძლება ჩაითვალოს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას კიდევ 109 მსჯავრდებული ელოდება.