ლა-მანშის სრუტეში 40 მიგრანტი გადაარჩინეს

ლა-მანშის სრუტეში 40 მიგრანტი გადაარჩინეს

დიდი ბრიტანეთის სანაპირო შობის ღამეს ლა-მანშის სრუტეში  40 მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

როგორც გაირკვა, მიგრანტები, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ, 5 მცირე ზომის ნავით, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. მათი დიდი ნაწილი ერაყის, ირანისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.

40-ვე მიგრანტს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ისინი საიმიგრაციო ცენტრებში განათავსეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ვარაუდობენ. რომ  საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც არალეგალი მიგრანტებისგან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხვედრის სანაცვლოდ თანხას იღებს.