აშშ-ში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა Global News-მა გამოაქვეყნა.
შემთხვევა ჩრდილოეთ დაკოტის შტატში მოხდა. თვითმფრინავი 2 სახლს შუა ჩავარდა. ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი გარდაიცვალა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.