იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 4,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები გვიან ღამით ქალაქ კატანისთან დაფიქსირდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
სტიქიის შედეგად ათობით შენობა-ნაგებობა დაზიანდა. დაშავდა 4 ადამიანი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატანიის აეროპორტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. უსაფრთხოების მიზნით, მთასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.