მშობლები სასკოლო პრობლემებს სოციალური ქსელის მეშვეობით აპროტესტებენ

მშობლები სასკოლო პრობლემებს სოციალური ქსელის მეშვეობით აპროტესტებენ

 

სწავლის დაწყებამ მოსაწვლეებზე მეტად მშობლებს გაუჩინა თავსატეხი. „ხარჯიანი“ სექტემბერი არავისთვის არის წლის სასურველი პერიოდი. მით უფრო, რომ პრობლემები გაჩნდა, სასკოლო სახელმძღვანელობით მომარაგების საკითხშიც. მშობლების ნაწილი სასკოლო ბაზრობების მუშაობით უკმაყოფილოა. 

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაფიქისრებული პრეტენზიების მიხედვით ირკვევა, რომ სკოლებში განთავსებულ ბაზრობებს საკმარისი რაოდენობის წიგნები არ აქვთ და მშობლებს მათი შეძენა სხვადასხვა მაღაზიებსა თუ აფთიაქებში უწევთ, სადაც სახელმძღვანელოების დეფიციტია.

მშობლების განცხადებითვე, პირველ სასკოლო დღეს ბაზრობა 11 საათზე გაიხსნა, მშობლებმა რიგი დილის 9 საათიდან დაიკავეს, თუმცა 2-საათიანი ლოდინის შემდეგ გამყიდველმა განუცხადა, რომ წიგნები არ ჰქონდათ და გაურკვევლი იყო, როდის ექნებოდათ.

განათლების სამინისტროში კი სასკოლო ბაზრობების შეფერხებით მუშაობას კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, ყველა ორგანო მობილიზებულია, წიგნები თბილისის მასშტაბით 400-მდე სკოლაში იყიდება, ფუნქციონირებს საქართველოს ფოსტის სახლში მიტანის სერვისიც. ამიტომ რამე სახის შეფერხებები გამორიცხულია. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ეძლევათ.

მშობლების უკმაყოფილებას ნამდვილად აქვს სამართლიანი მიზეზი. თბილისში უამრავი სკოლაა, სადაც წიგნების ყველა კომპლექტი არ მიუღიათ ანდა მიიღეს, მაგრამ ზოგიერთი წიგნი გაუთავდათ და ახლა ელიან შევსებას. მასწავლებლები კი შეგირდებს წიგნების შეძენას აჩქარებენ, ამიტომ მშობლებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში უწევთ სირბილი იმისათვის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექტი შეაგროვონ. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, რომელთაც 2 ან მეტი შვილი დაუდით სკოლაში. მათი წიგნებით აღჭურვას მშობლები მთელ კვირას ანდომებენ.

გარდა წიგნებისა, მოსწავლეთა მშობლებს სხვა უამრავი თავსატეხიც აქვს და ყველაფერი თანხებთან ასოცირდება. თითოეული ოჯახის სასკოლო ხარჯი 300 ლარიდან იწყება და რამდენიმე ათასს (გამომდინარე იქიდან ოჯახში ერთი ბავშვია სკოლის მოსწავლე თუ მეტი, ან საჯარო სკოლაში დადის იგი თუ კერძოში) შეადგენს.

ძირითადი სამზადისი, რომლებსაც შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ, სწავლის გადასახადის შეგროვებაა. ზოგიერთი ამას მთელი წლის განმავლობაში აკეთებს, ნაწილი კი სექტემბრის მოახლოებისას იწყებს ფულზე ზრუნვას. სხვათა შორის, არიან ადამიანები, რომლებიც ამისათვის ბანკიდან სესხის აღებასაც არ ერიდებიან.

პირველკლასელების სასკოლოდ მოსამზადებლადაც იმდენივეა საჭირო, რამდენიც უფრო მოზრდილებისთვის. მათი სახელმძღვანელოებიც არ ღირს იაფი. ჩანთა, სხვადასხვა აქსესუარი, ფერადი ფანქრები და კალმები კი მათ უფრო მეტი სჭირდებათ.

„არ მეგონა ბავშვისთვის პატარ-პატარა სასკოლო ნივთებს ამხელა მნიშვნელობა თუ ჰქონდა. კლასელებს ხომ უნდა მოვეწონოო და ფიქრობს, რომ ამ რაღაცებით შეძლებს მათ მოხიბვლას. პრინციპში, სწორიცაა. ბავშვებს მათ ასაკში მეტი არაფერი აინტერესებთ.

იმედია, იმედგაცრუებული არ არის და მართლა მოსწონთ კლასელებს მისი კალმები, ფანქრები, ჩანთა და ა.შ. ეს ყველაფერი კი 300 ლარზე მეტი უკვე დამიჯდა. თუ კიდევ რაიმე მოითხოვა ნამდვილად გაგვაკოტრებს“, - ამბობს თბილისელი ლიკა ბოლქვაძე.