ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა, რომელიც სიცილიაში (იტალია) მდებარეობს, 24 დეკემბერს ამოიფრქვა. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, 130-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდამდე იყო. ამის შესახებ BBC წერს.
მთა ეტნას ობსერვატორიაში განაცხადეს, რომ ამოფრქვეული მასა სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერიდან გადმოვიდა.
ადგილობრივი ვულკანოლოგის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლავა მთის სხვა ნაწილიდან ამოიფრქვა.
მომხდარის გამო მთის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ.