მექსიკაში, პუებლის შტატის გუბერნატორი მართა ერიკა ალონსო, რომელიც პოსტზე ახლახანს დანიშნეს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გუბერნატორთან ერთად, ვერტმფრენში, რომელიც პუებლის შტატში ჩამოვარდა, პოლიტიკოსის მეუღლე, მექსიკელი სენატორი რაფაელ მორენო და პილოტი იმყოფებოდნენ. სამივე მგზავრი გარდაიცვალა.
მართა ალონსო პუებლის შტატის პირველი გუბერნატორი ქალი იყო. მან სულ ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა არჩევნებში.
მომხდარის გამო, გუბერნატორის ოჯახის წევრებს მექსიკის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა.