ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ფიქრობს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანტისემიტი დიქტატორია. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს.
"მე ვხედავ ანტისემიტი დიქტატორის, ერდოღანის დღევანდელ სიგიჟეს. მას აკვიატებული აქვს ისრაელი, რადგან მან იცის, რა არის მორალური არმია და ნამდვილი დემოკრატია, განსხვავებით იმ არმიისგან, რომელიც ხოცავს ქურთებს. თურქეთი ყოველდღიურად დიქტატორული სახელმწიფო ხდება“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელს უფლება არ აქვს, ვინმე დაადანაშაულოს. "ერდოღანი დაჩაგრულების ხმაა და შენ კი ნეთანიაჰუ მჩაგვრელების ხმა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ისრაელის მთავრობა პალესტინელი არაბების მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა.