ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამ კადაფიმ რუსეთის პრეზიდენტს წერილი მისწერა, რომელშიც ის ვლადიმერ პუტინისა და მოსკოვს, ლიბიის საპრეზიდნეტო არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვს. ინფორმაციას Bloomberg-ი მოსკოვურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისასალმებელ წერილში 46 წლის საიფ ალ-ისლამმა დაწერა, თუ როგორ ხედავს ლიბიის სამომავლო განვითარებას. ის იმედოვნებს, რომ ოფიციალური მოსკოვი მას ფინანსურ დახმარებას გაუწევს და შუამავლის როლს შეასრულებს ლიბიის ცენტრალური ხელისუფლების ლიდერებთან მოლაპარაკებებში.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ საიფ ალ-ისლამ კადაფი ლიბიის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.