რამდენიმე დღის წინ ლატვიაში KГБ-ს არქივები გახსნეს. მონაცემები ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია.
საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურის კართოთეკაში 10 ათასზე მეტი გვარია შეტანილი. მათი უმრავლესობა 80-იანი წლებითაა დათარიღებული.
აქ არის აგენტების, რეზიდენტებისა და საიდუმლო შეხვედრის ადგილების მისამართები.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი დღეს აქტიურ პოლიტიკაშია, ცნობილი ბიზნესმენი თუ საზოგადო მოღვაწეა.
ერთ ერთი მათგანი ბიზნესმენი ვალერი ბელოკონია.
კართოტეკაში არის საბუთი 1960 წელს დაბადებულ ვალერი ბელოკონზე, ფსევდონიმით "მიაჩიკოვი", აგენტზე, რომელიც გაზეთ "საბჭოთა ახალგაზრდობა"-ში (Советская молодежь) მუშაობდა.
ეს მონაცემები სრულად ემთხვევა ცნობილ ბიზნესმენ ვალერი ბელოკონს, რომელიც Baltic International Bank-ის თანამფლობელი და ბრიტანული საფეხბურთო კლუბ "ბლექპულის" მეპატრონეა.
გარდა ბანკისა, ბელოკონი ფლობს რამდენიმე მედიასაშუალებას, უძრავი ქონებისა და საინვესტიციო კომპანიებს. მხარს უჭერს რამდენიმე პოლიტიკურ პარტაის ლატვიაში, მათ შორის "ახალ დროებას", რომელიც ხელისუფლებაშ იყო 2002-2004 წლებში. ამ პარტიის წევრი ვალდის დომბროვსკისი შემდგომში ევროკომისარი გახდა.
Baltic International Bank-ში ამ ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთბენ.
მიტროპოლიტი ალექსანდრე - ფსევდონიმი "მკითხველი".
ამავე არქივში აღმოჩნდა საბუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარზე 1939 წელს დაბადებულ ალექსანდრე ივანეს ძე კუდრიაშოვზე. საბუთში მოცემული მონაცემნები ემთხვევა რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტის ალექსანდრეს მონაცემებს. მან უშიშროებასთან თანამშრომლობა 1982 წელს დაიწყო ფსევდონიმით "მკითხველი".
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივარ გოდმანისი - ფსევდონიმი "პუგულისი"
არქივში არის ბარათი ივარ გოდმანისზე, მყარი სხეულების ფიუზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელზე, რომლის მონაცემებიც ლატვიის ყოფილი პრემიერ მინიტრის მონაცემებს ემთხვევა. საინტერესოა, რომ მან KГБ-სთან თანამშრომლობა 1988 წელს დაიწყო.
ივარ გოდმანისი პოლიტიკაში 1990 წელს ჩაერთო. იყო ლატვიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელმაც ამავე წელს ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია მიიღო. 1991-93 წლებში იგი მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. 1998 წელს იგი ლატვიის სეიმის წევრი, ხოლო შემდეგ ფინანსთა მინისტრი გახდა (1998-99), ხოლო 2006-7 წლებში - შინაგან საქმეთა მინისტრი. 2007-2009 წლებში იგი პრემიერ მინისტრი იყო, თუმცა, სოციალ-ეკონომიკური კრიზისის გამო გადადგომა მოუწია. გოდმანისი ასევე ევროპარლამენტის წევრადაც აირჩიეს. მას ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - "სამი ვარსკვლავის ორდენიც გადასცეს.