პირველი იანვრიდან პენტაგონს სათავეში პატრიკ შანაჰანი ჩაუდგება, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა . ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა. მან შანაჰანს „ძალიან ნიჭიერი“ უწოდა და მინისტრის მოადგილის პოსტზე და კომპანია Bოეინგ-ში მუშაობისას მისი მიღწევები აღნიშნა.
პენტაგონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ჯეიმს მატისის თანამდებობიდან წასვლის შესახემ ტრამპმა ინფორმაცია 21 დეკემბერს გაავერცელა.
ამის შემდეგ მედიამ გამოაქვეყნა მინისტრის წერილი, რომელშიც მატისი აცხადებდა, რომ პოსტიდან წასვლა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა და ტრამპს ურჩია, რომ პენტაგონის ხელმძღვანელად დაენიშნა ადამიანი, რომელიც მის ხედვებს იზიარებდა. გენერალმა თანამდებობიდან წასვლა ტრამპის მიერ სირიიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გამოყვანასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანებიდან მეორე დღეს მიიღო.