აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს ყურადღებით იყვნენ ბარსელონის ცენტრში ტრანსპორტით გადაადგილებისას, საშობაო და საახალწლო დღესასწაულის დროს ტერორისტული თავდასხმების რისკის გამო.
უწყება მიიჩნევს, რმ ტერორისტები შესაძლოა თავს დაესხნენ სადღესასწაულოდ შეკრებილ ადამიანთა ჯგუფებს იმ რაიონებში, რომლებიც ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია, მათ შორის რამბლას საფეხმავლო ქუჩაზე, სატრანსპორტო კვანძებსა და სხვა საჯარო ადგილებში.
იგივე გაფრთხილება გამოაქვეყნა ესპანეთში აშშ-ის საელჩომ ანდორასთან დაკავშირებითაც, თუმცა იქ დააკონკრეტეს, რომ საქმე ეხება არა ტერორისტული საფრთხის ზრდას, არამედ ტურისტებს უბრალოდ შეახსენებენ ესპანეთში საფრთხის დონის მომატების შესახებ.