ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე ფართო პოლარულ არქიპელაგ შპიცბერგენზე (იგივე სვალბარდი) ბანკის ქურდობის გამო 29 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლება კაცს ტურისტს უწოდებს. ის ბანკის თანამშრომლებს იარაღით დაემუქრა.
როგორც Svalbardposten-ი წერს, კაცს იარაღი ნაქირავები ჰქონდა და ქირაობა შპირცერგენზე თეთრი დათვებისგან დასაცავად დაშვებულია. რუსი დანაშაულის ჩადენიდან 20 წუთში დააკავეს. ის ოთხი კვირით დააპატიმრეს და შემდეგ ქალაქ ტრომსოში, ნორვეგიის მხარეს გააგზავნეს.
გავრცელებული ცნობით, ეს შპიცბერგენზე ბანკის ქურდობის პირველი შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ დამნაშავეს გაქცევის შანსი თითქმის არ ჰქონდა. არქიპელაგზე ქალაქ ლონგირში ორი ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქ რამდენიმე კვირის წინ პოლარული ღამეები დაიწყო, რაც შესაძლოა დახმარებოდა ქურდს დამალულიყო, თუმცა ასეთ დროს ქალაქის დატოვება მხოლოდ თვითმფრინავითაა შესაძლებელი.