ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული ცუნამის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით სტიქიას 168 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საავადმყოფოში 745 ადამიანია გადაყვანილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 30 ადამიანს.
ინდონეზიის გეოლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით სარამოს 21 საათსა და 4 წუთზე დაფიქსირდა, 24 წუთის შემდეგ კი მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა.
სტიქიის შედეგად ასობით სახლი, რესტორანი და შენობა-ნაგებობა დაზიანდა.