მომავალი წლისთვის ყველაზე ცხელ რეგიონებად, სადაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ისევ რჩება სამხრეთ ჩინეთის ზღვა, უკრაინა, სპარსეთის ყურე და კორეის ნახევარკუნძული. ამის შესახებ აშშ-ის არმიის კოლეჯის პროფესორი რობერტ ფარლი The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
მისი განცხადებით აშშ-სა და ჩინეთს შორის ომი ჯერჯერობით ეკონომიკური სანქციების ფაზაშია, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობის გართულებამ შეიძლება კონფლიქტი ამ ჩარჩოებოდან გაიყვანოს.
მსოფლიო ომის დაწყებისთვის მომდევნო შესაძლო მდებარეობად ფარლი უკრაინას ასახელებს და ქერჩის სრუტეში შექმნილ დაძაბულობასაც იხსენებს
მესამე ცხელ წერტილად პროფესორი სპარსეთის ყურეს ასახელებს, სადაც დაძაბულობა აშშ-ს მხრიდან ირანზე ეკონომიკური წნეხის გამო მატულობს და ამავდროულად კონფლიქტებია იემენსა და სირიაში. მისი აზრით, აქ ნებისმიერმა უხეშმა მოქმედებამ შესაძლოა ღია შეჯახება გამოიწვიოს მოსკოვს, ვაშინგტონსა და პეკინს შორისაც კი.
დაძაბულობის მეოთხე კერად ფარლი კორეის ნახევარკუნძულს მიიჩნევს მიუხედავად ბოლო სამშვიდობო ინიციატივებისა. მისი აზრით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაფუჭდეს. ამასთან კორეის საკითხზე უთანხმოება აქვთ ჩინეთსა და იაპონიასაც.
ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობის გაფუჭება „უბედურებას მოასწავებს“, ცხელი წერტილები კი შესაძლოა სხვა სახელმწიფოებშიც გაჩნდეს, - წერს ფარლი და ვარაუდობს, რომ აშშ-ის სამხედრო ჰეგემონიის და არსებული მსოფლიო წესრიგის კრიზისი სახიფათო მომავლის პერსპექტივას აჩვენებს.