რუმინეთის იუსტიციის ორგანოებმა ქვეყნის ექს პრეზიდენტს იონ ილიესკუს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს.
Deutsche Welle-ს ცნობით, ბრალდება 1989 წლის დეკემბერში ანტიკომუნისტური ამბოხის პერიოდში სისხლიან მოვლენებს უკავშირდება.
პროკრატურის ცნობით, ნიკოლაე ჩაუშესკუს დიქტატურის დამხობის შემდეგ ილიესკუს მხარდაჭერილმა სამხედრო ზომებმა ხელი შეუწყო ძალადობას, რასაც 860-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ექსპრეზიდენტის გარდა სასამართლოს წინაშე წარდგებიან ასევე ქვეყნის ყოფილი პრემიერი ჯელუ ვოიკან-ვოიკულესკი და კიდევ 3 ბრალდებული.