ირანმა სპარსეთის ყურეში მორიგ სახიფათო მანევრებს მიმართა - მათ ამერიკული სამხედრო ხომალდების სიახლოვეს რაკეტები გაისროლეს. ინფორმაცია ჟურნალისტებმა გაავრცელეს, რომლებიც ამერიკული ავიამზიდის ბორტზე იმყოფებიან.
აშშ-ის საზღვაო ძალების ატომური ხომალდები, ორმუზის სრუტის გავლით, სპარსეთის ყურეში გუშინ შევიდნენ. ეს ამერიკული ხომალდები სპარსეთის ყურეში დისლოკაციის პირველი შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპაირანის ისტორიული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
თეირანმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ორმუზის სრუტეს დახურავს და შეერთებული შტატების საზღვაო ძალებზე დასაკვირვებლად აკვატორიაში საბრძოლო ხომალდები და დრონები გაგზავნა.