დაუდგენელმა პირმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცეხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა.
დაჭრილის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
დანაშაული ტურისტულ უბანში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანთან მოხდა.
საქმეს პოლიცია და ანტიტერორისტული სამსახური იძიებს. ძალოვანებს ტერაქტის კვალიფიკაცია მომხდარისთვის ჯერ არ მიუციათ.
სროლის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.