გერმანიის პოლიციამ შტუტგარდის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ სამართალდამცველებზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.
პოლიციის ინფორმაციით, შესაძლო საფრთხის შესახებ სხვა აეროპორტებიც გააფრთხილეს.
სამართალდამცველები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ცნობას აეროპორტის ტერიტორიაზე საეჭვო პირების გამოჩენის თაობაზე.