მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო ბარსელონაში. ამჯერად პროტესტი მეხანძრეებმა გამოხატეს. მათ სამუშაო პირობები გააპროტესტეს. ამის შესახებ სააგენტო EFE წერს.
ისინი ხელისფლებისგან უკეთეს სამუშაო პირობებსა და კადრების დამატებას ითხოვენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აქციაზე გავიდნენ.
28 ნოემბერს მეხანძრეებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კატალონიის პარლამენტში სცადეს შეჭრა.