დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს შესაძლოა ლიცენზია ჩამოართვან

დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს შესაძლოა ლიცენზია ჩამოართვან

დიდი ბრიტანეთის მედიამარეგულირებელმა Ofcom-მა განაცხადა, რომ Russia Today არასწორი გაშუქების გამო დამნაშავეა.

Ofcom-ის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მარტ-აპრილში გაშვებულ 7 გადაცემაში არ იყო დაცული ობიექტურობის პრინციპები. პროგრამები ეძღვნებოდა სკრიპალების მოწამვლის თემას და სირიის კონფლიქტს.

Ofcom-ს სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. არხს შესაძლოა დაუწესონ ჯარიმა ან დიდ ბრიტანეთში გაშუქების ლიცენზია ჩამოართვან.