ბრაზილიის პროკურატურა მიშელ ტემერს დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, განცხადება გენერალურმა პროკურორმა გააკეთა.
რაკელ დოჯის თქმით, გამოძიების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ 2018 წლის დასაწყისში, ბრაზილიის პრეზიდენტმა პორტების მართვის გამარტივებულ წესებზე ბრძანება პირადი ინტერესების გამო გასცა და დოკუმენტს ხელი კონკრეტული, სატრანსპორტო კომპანიის სასარგებლოდ მოაწერა.
სანაცვლოდ მიშელ ტემერმა დიდი ოდენობით თანხა მიიღო. ამ გარიგების შედეგად პრეზიდენტის ქონება, სავარაუდოდ, მილიონ-ნახევარი დოლარით გაიზარდა.