გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის საუკეთესოდ მიჩნეული ჟურნალისტი მასალების გაყალბებაში ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ჟურნალისტმა კლაას რელოციოსმა გამოცემაში გამოქვეყნებული 60 სტატიიდან, სულ მცირე, 14 თვითონ გამოიგონა. 33 წლის რელოციოსმა აღიარების შემდეგ რედაქცია დატოვა.
რეპორტიორი Der Spiegel-ში 7 წელი მუშაობდა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც სირიელი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს და რომლისთვისაც ჟურნალისტმა ევროპული პრესის ჯილდო მიიღო, მითითებული წყაროები ყალბი აღმოჩნდა.