ავტორიტეტულმა გამოცემა "ეკონომისტმა" სომხეთი წლის ქვეყნად დაასახელა . ჟურნალის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას საპროტესტო გამოსვლების შედეგად მთავრობის მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ "დემოკრატიისა და განახლების შანსი" მიეცა.
"ეკონომისტი" შეფასებით, ყოფილი გამომძიებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პარლამენტარი, კორუფციასთან მებრძოლი ქარიზმატული ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ქვეყნის სათავეში სამართლებრივი და სწორი გზით მოვიდა.
"მეთაური, რომელიც პუტინის სტილს მიყვებოდა, დაითხოვეს, რუსეთს კი ჩარევის საბაბი არ მიეცა,"- წერს "ეკონომისტი.
"ეკონომისტი" 2013 წლიდან ასახელებს "წლის ქვეყანას". ასეთად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად გაუმჯობესდა 12 თვის განმავლობაში.