რუსეთის ქალაქ კემეროვოს ერთერთ საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე თოვლის ბაბუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ქალაქის განათლების განყოფილებამ განაცხადა.
პროფესიით მსახიობი, 67 წლის მამაკაცი, რომლის შვილიშვილიც ამავე ბაღის აღსაზრდელი იყო, ზეიმზე ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ მისი საავადმყოფოში გადაყვანა სცადა, თუმცა იგი გზაში გარდაიცვალა.
მამაკაცს თოვლის ბაბუის როლი ადრეც არაერთხელ შეუსრულებია. იგი მშობელთა სამ,ეურვეო საბჭოს წევრი იყო და აღმზრდელებს სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაში ხშირად ეხმარებოდა.