უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური აპირებს აუხსნას და აჩვენოს უკრაინელ ხალხს, რატომ არის საჭირო ქრისტეშობის 25 დეკემბერს აღნიშვნა. გაერთანებული ეკლესიის მეთაური არ გამორიცხავს, რომ ახალი საეკლესიო სტრუქტურა ახალ კალენდარულ სტილზე ეტაპობრივად გადავიდეს. ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ 16 დეკემბერს ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია სიფრთხილე რეფორმების გატარებისას, რათა ეკლესიაში განხეთქილების საფრთხე არ შეიქმნას.
უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრი ირწმუნება, რომ მისი პირველი ნაბიჯები ამ პოსტზე იქნება გაერთიანებისკენ და არა გაყოფისკენ მიმართული.
„თუ ჩვენ შევცვლით 7 იანვარს 25 დეკემბრით უკრაინელი ხალხი ამას არ მიიღებს. საჭიროა ახსნა, დამტკიცება. როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს არ არის დოგმა და უბრალოდ თარიღია, მაშინ გახდება შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება.“- განაცხადა ეპიფანემ.
შეგახსენებთ, უკრაინის რადას მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტლებით, 25 დეკემბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.