გაეროს გენერალურმა ასაბლეამ ყირიმთან დაკავშირებით კიევის რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ნიუ-იორკში გამართულ სხდომაზე, ასაბლეის წევრებმა დაგმეს 25 ნოემბერს, აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტი, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალის ყოფნა და აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტის გავლით ხიდის მშენებლობა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა.
დოკუმენტს მხარი 66-მა ქვეყანამ დაუჭრა, 19 წინააღმდეგი წავიდა, 72-მა კი თავი შეიკავა. „ ანექსირებულ ყირიმში რუსი სამხედროების ყოფნა ეწინააღდეგება უკრაინის ნაციონალური სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.
ოფიციალური კიევი მოსკოვისგან დაკავებული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს, რაზეც კრემლის ლიდერი უარს ამბობს და პოროშენკოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.