გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ნეონაცისტების ჯგუფი გამოააშკარავეს, რომელიც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებისგან შედგებოდა. ამის შესახებ Deutschlandfunk-ი წერს.
ჯგუფში 4 კაცი და 2 ქალი იყო გაერთიანებული. გამოძიების თანახმად, ისინი ერთმანეთს გერმანიაში აკრძალულ ნაცისტურ სიმბოლოებს უგზავნიდნენ და უცხოელებისა და შშმ პირების მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ.
ამ დროისთვის ყველა მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული.
ჯგუფის წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ წარმოშობით თურქ ადვოკატს ანონიმური მუქარის წერილები გაუგაზავნეს, რომელშიც ქალი „ბინძურ თურქ ღორად“ მოიხსენიეს.