კანადის პრემიერმინისტრმა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთი სიტყვით დაახასიათა. ამის შესახებ კანადური მედია წერს.
ჯასტინ ტრიუდომ ბლიცგამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც კითხვებზე ერთსიტყვიანი პასუხები უნდა გაეცა.
ვლადიმერ პუტინს კანადის პრემიერმინისტრმა „პრობლემური“ უწოდა, დონალდ ტრამპის დასახასიათებლად კი სიტყვა „არაპროგნოზირებადი“ გამოიყენა.