ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს. მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით არსებული აზრთასხვადასხვაობაა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
დემოკრატ კონგრესმენებსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოებას ამერიკის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან კედლის აშენების დეტალები იწვევს. თეთრი სახლის ლიდერი კედლის მშენებლობის სამუშაოებისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რასაც დემოკრატი კანონმდებლები კატეგორიულად არ ეთანმხებიან და აცხადებენ, რომ პროექტზე მუშაობისას მხოლოდ მილიარდ 300 მილიონი დოლარის გამოყოფაა დასაშვები.
ამავე ცნობით, ამ საკითხზე პრეზიდენტსა და დემოკრატ კანონმდებლებს შორის აზრთასხვადასხვაობა იმდენად დიდია, რომ მხარეები სავარაუდოდ კომპრომისზე წასვლას ვერ შეძლებენ, ბიუჯეტის დამტკიცება კი დიდი ალბათობით მომავალი ფინანსური წლისთვის გადაინაცვლებს.