ამერიკელები თავიანთ პრეზიდენტს აღარ ენდობიან, - ამის შესახებ მოწმობს NBC-ის და The Wall Street Journal-ის მონაცემები.
გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელების 62 პროცენტს მიაჩნია, რომ ტრამპი იტყუება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. შედარებისთვის, ამავე საკითხზე გასულ წელს მოსახლეობის 52% ფიქრობდა, რომ ტრამპი იტყუებოდა.
საერთო მაჩვენებლით, ტრამპს მხარი 43%-მა დაუჭირა, ხოლო მის საქმიანობის მიმართ უკმაყოფილება 54%-მა გამოთქვა ხოლო მეორეჯერ მას პრეზიდენტად 38% აირჩევდა.
გამოკითხვა კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ერთ თვეში ჩატარდა, რომელშიც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით დემოკრატები მოვიდნენ.