ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან მეშვიდე წლისთავს აღნიშნავს

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ირის გარდაცვალებიდან მეშვიდე წლისთავს აღნიშნავს

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ. კიმ ჩენ ირი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი და კიმ ჩენ ინის მამა იყო. ის 2011 წელს გარდაიცვალა.

ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი ლიდერის ძეგლთან ყვავილებით მიდის. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეებიც.

ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, მისი დაბადების დღე სახელმწიფო დღესასწაული გახდა და მას შემდეგ 15 აპრილს „მზის დღე“ ეწოდება.