ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ყოველწლიური ტრადიციული საშობაო სარამო, რომელიც ჟურნალისტებისთვის ეწყობოდა, გააუქმა.
აღნიშნული საღამოს ფარგლებშ ჟურნალისტები საზეიმო ვახშამზე იყვნენ მიწვეულნი, მათ საშუალება ეძლეოდათ საღამო პრეზიდენტისა და პირველი ლედის გარემოცვაში გაეტარებინათ.
გასულ წელს აღნიშნული საღამო მოეწყო, მაგრამ პრეზიდენტმა ფოტოების გადაღებაზე უარი განაცხადა, CNN-მა კი ივენთს ბოიკოტი გამოუცხადა იმ მიზეზით, რომ გამომცემლობის განცხადებით, პრეზიდენტი სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმებს განაგრძობდა.
Fox News-ის ცნობით კი, მიმდინარე წელს აღნიშნული საღამო საერთოდ აღარ ჩატარდება.
მსოფლიო საზოგადოებამ და მედიამ კარგად იცის დონალდ ტრამპის უარყოფითი დამოკიდებულება მედიის მიმართ და კულუარებში მიზეზად სწორედ აღნიშნული სახელდება.