სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ საშობაო მარკეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
სამედიცინო დაწესებულებაში იატლიელი ჟურნალისტი გარდაიცვალა, რომელიც თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა, ის ამ დრომდე კომაში იყო. 29 წლის ჟურნალისტის გარდაცვალების გამო ემანუილ მაკრონმა იტალიის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის სამიტზე მიუსამძიმრა.
თავდამსხმელის ლიკვიდაცია სამართალდამცავებმა 48 საათიანი ძიების შემდეგ, გუშინ მოახერხეს.