გასულ კვირას ირანის ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ქრისტიანი დააპატიმრა, რომელთაგან ბევრი ისლამიდან ქრისტიანობაში გადასული პირია.
დაპატიმრებულებს ქრისტიანულ ჯგუფებთან კონტაქტის შეწყვეტა მოთხოვეს.
დღესდღეობით ირანში დაახლოებით 350 000 ქრისტიანი ცხოვრობს და როგორც ქრისტიანების უფლებადამცველი ჯგუფები იუწყებიან, ირანის საზოგადოებაში ქრისტიანობის მიმართ მზარდი ინტერესი აღინიშნება.
ირანის კონსტიტუციით ქრისტიანობა აკრძალული არ არის, მაგრამ მუსლიმის მიერ ქრისტიანობის მიღება ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება.